ჯანდაცვის მინისტრი პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

25 თებერვალი 2023, 10:38 668 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილმა პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალის მიზანი მსოფლიოში პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვაა. ღონისძიებაზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი