შეფერხებული მოძრაობა

05 თებერვალი 2017, 00:00 3687 ნახვა

მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო რამდენიმეჯერ შეფერხდა მოძრაობა ბათუმი - ქობულეთის ავტომაგისტრალზე. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული ხის გადატანა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მძღოლებს მოძრაობა მეორეხარისხოვანი გზის გამოყენებით უხდებათ. როგორც ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ კომპანიაში აცხადებენ,  გადატანას გვიან ღამით განაახლებენ. დღეს დილით მაგისტრალზე არსებული შეფერხების ამსახველ ვიდეო - მასალას გაზეთი “ბათუმელები” აქვეყნებს. ყოფილმა პრემიერმა მრავალწლოვანი ნარგავები გურიაში, შეკვეთილში დენდროლოგიური პარკისთვის შეისყიდა. ხის ტრანსპორტირების გამო მოძრაობის შეფერხება ერთიან ნაციონალურ  მოძრაობაში გააპროტესტეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი