თუ ომს წავაგებთ, რუსეთი არსებობას შეწყვეტს - მედვედევი 

22 თებერვალი 2023, 14:13 622 ნახვა

ომის წაგების შემთხვევაში რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევისთვის, ომი დასრულდება.

„ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ვერ მიაღწევს გამარჯვებას, რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან.

თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება“,წერს „ტელეგრამ-არხზე“ დიმიტრი მედვედევი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი