ჩვენ არ დაველოდებით ანაკლიის პორტში ინვესტორების შემოსვლას და წელსვე დავიწყებთ მშენებლობას - ირაკლი ღარიბაშვილი

20 თებერვალი 2023, 14:38 629 ნახვა

ჩვენ არ დაველოდებით ანაკლიის პორტში ინვესტორების შემოსვლას და წელსვე დავიწყებთ მშენებლობას,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო 49%-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

„ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს, ესე იგი ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, 51% იქნება ჩვენი სახელმწიფოს კუთვნილება, 49%-ზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს.

ჩვენ არ დაველოდებით ინვესტორების შემოსვლას და წელსვე დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენი ამოცანაა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტების გაფართოების და სხვა კონცეფციაზე ვმუშაობთ გამართულად. ასე რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიახლეები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი