დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაში. თოვლის საფარმა ხულოს სოფლებში ზოგან ორ მეტრს გადააჭარბა. აქ მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდირებული. დაბაში თოვლის სიმაღლე 70 სმ-ია.
პირველ ეტაპზე თოვლის საფარისგან თემის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაიწმინდა. გაგრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.