დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში

19 თებერვალი 2023, 15:09 618 ნახვა

დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაში. თოვლის საფარმა ხულოს სოფლებში   ორ მეტრს გადააჭარბა. აქ მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდირებული. დაბაში თოვლის სიმაღლე 70 სმ-ია.

უამინდობის გამო სწავლა ხულოს, შუახევისა და ქედის სკოლებში პარასკევს არ შემდგარა. რესუსრსცენტრის ინფორმაციით, სწავლის პროცესი ორშაბათს აღდგება. გაცდენილი საათები კი შაბათს ანაზღაურდება.

გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ქედაში. გზის პირველ ეტაპზე თოვლის საფარისგან თემის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაიწმინდა. გაგრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს შუახევსა და ხულოშიც

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში