კიბერტერორიზმის საფრთხეები - ლექცია

19 თებერვალი 2023, 10:30 625 ნახვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში კიბერტერორიზმის საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

“გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს კიბერტერორიზმის საკითხებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ესაუბრა. ლექციას კიბერტერორიზმის მკვლევარი თათია მოსიძე გაუძღვა.  შეხვედრა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი