საქართველოს პრემიერმა მიუნხენში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

18 თებერვალი 2023, 20:09 692 ნახვა

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და მის გავლენაზე მსოფლიო პოლიტიკის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერმა შეხვედრას ისტორიული უწოდა, მან ასევე ისაუბრა 2008 წლის ომზე საქართველოში. აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანას არ უნახავს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობაზე და თქვა რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მშვიდობიანი გეგმა აქვს.

პრემიერმა დისკუსიისას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა რომ საქართველოს მთავრობა მისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს და სააკაშვილი კარგი მსახიობია, რადგან კადრები რომლებიც ვრცელდება რეალური არ არის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი