გიორგი გახარია ''ქართული ოცნებიდან'' წასვლის ორ წელს აჯამებს

18 თებერვალი 2023, 11:46 566 ნახვა

„ბიძინა ივანიშვილს გამიჯვნის მერე აყვედრიან, რომ ის გააძლიერეს თავის დროზე 2012 წელს, თუ მართლა ასე მიაჩნიათ ბრიყვები არიან“ - ასე ეხმაურება ბექა ოდიშარია გიორგი გახარიას განცხადებას და კომედიურ შოუს უწოდებს. 

ოდიშარიას განცხადებით, ქართული ოცნება ბეჯითად და პატიოსნად ასრულებს ყველა დავალებას და ამ დავალების შესრულებაში ნაციონალური მოძრაობა ხელს უშლის.

„ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი“, - ამის შესახებ გიორგი გახარია აცხადებს და პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელს აფასებს. მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს არ არის თავის მართლების დრო, არამედ მოქმედების დროა. როგორც აცხადებს, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა უარესობისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში