გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

14 თებერვალი 2023, 19:49 592 ნახვა

ჯენარო გატუზოს გუნდიდან გაშვების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “ღამურების” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდს 47 წლის რუბენ ბარახა გაწვრთნის. ბარახა ვალენსიის მაისურით 2000-2010 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული, გაიმარჯვა უეფას თასზე, ევროპის სუპერთასსა და ესპანეთის თასზეც, ჩემპიონთა ლიგაში კი ფინალში ითამაშა. ვალენსიაში დანიშვნამდე, რუბენი ელჩეს, რაიო ვალეკანოს, ხიხონის სპორტინგს, ტენერიფესა და სარაგოსას ავარჯიშებდა.ესპანეთის ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ ვალენსიელებს 20 ქულით მხოლოდ მე-18 ადგილი უკავიათ და  გასავარდნ  ზონაში არიან. მამარდაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი 20 თებერვალს სტუმრად ხეტაფესთან ელის.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში