მომდევნო ორი დღე საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

14 თებერვალი 2023, 13:49 672 ნახვა

ხულოში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, დაბაში დაახლობით 40 სმ-ია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით,  ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების წმენდა დილიდან განახლდა.

უწყების ინფორმაციით,  დღის ბოლომდე სოფლებთან დამაკავშირებელი გზების წმენდა დასრულდება და დაიწყება შიდა საუბნო მონაკვეთებზე მუშაობა.  რაც შეეხება ცენტრალურ გზას აქ მოძრაობა შეფერხებული არ არის, მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელია კურორტ გოდერძის მიმართულებითაც.

აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა 12 საბავშვო ბაღში ხულოში,  8 საბავშვო ბაღში ქედაში.  აქ 17 ტექნიკა ცდილობს  გზების გაწმენდას.    

რაც შეეხება შუახევს, ელექტროენერგია  არ მიეწოდება  სოფელ    გოგაძეებს.   

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში