ნანა ძაგნიძე ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშების ბოლოსწინა, მეათე ტურში ნანა ძაგნიძემ შავი ფერის ფიგურებით დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე, ჩინელი ტან ჟონგი. 10 ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძე 6 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. დღეს ბოლო ტურში ნანა ძაგნიძე თეთრი ფერის ფიგურებით ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შეხვდება.