მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს - სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადება

13 თებერვალი 2023, 12:00 529 ნახვა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს.

როგორც ცენტრი აღნიშნავს, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში, აანონსებენ ძლიერ მიწისძვრას საქართველოში, რამაც საზოგადოების პანიკა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი