შეხვედრა ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან

13 თებერვალი 2023, 11:18 459 ნახვა

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება  ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 1 იანვრიდან შევიდა. შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს განხორციელდა.

ამ დრომდე, სავალდებულო სერტიფიცირება საექსპორტო პროდუქციას სრულად, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.

მწარმოებელი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი