სიცოცხლის ძებნა ნანგრევებში

12 თებერვალი 2023, 20:11 578 ნახვა

თურქეთსა და სირიაში გამანადგურებელი მიწისძვრის სავალალო შედეგები ჯერ კიდევ ცნობილი და საბოლოო არ არის, მაგრამ უკვე დადასტურდა 29 ათასზე მეტი მსხვერპლი. მაშველები ახლაც მუშაობენ და იმედს არ კარგავენ, რომ მოახერხებენ გადარჩენილების ნახვას.

ქვეყანაში სრულად მობილიზებულია ყველა სამსახური, კონკრეტულად თურქეთს 70 ქვეყანაზე მეტი ეხმარება. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ არც სირია დაივიწყა და დღეს იქ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირველადი დახმარებით ჩავიდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში