ბათუმში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი, მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციებს.
საოფისე ფართი, შრომის ინსპექციას აჭარის მთავრობამ გადასცა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შრომის ინსპექციის გაძლიერება და მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ზურაბ აზარაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.