საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდები მარტივად დაამარცხა

11 თებერვალი 2023, 18:33 762 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ამსტერდამში მასპინძელ ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 8:40 გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული მატჩის შემდეგ ძირიდად შემადგენლობაში 10 ცვლილება განხორციელდა ''ბორჯღალოსნებმა'' მეტოქეს 6 ლელო დაუდეს.

  • ლელოები: ორ-ორი ლელო გაჩეჩილაძემ და ჭყოიძემ დადო, ხოლო თითო ლელო ნინიაშვილის და ჩაჩანიძის ანგარიშზეა.  
  • 3 ზუსტი გარდასახვა აბჟანდაძემ შეასრულა, 2 კი მანტკავამ.


საქართველოს ნაკრებმა  ამ სეზონის ორივე შეხვედრა ბონუს ქულით  მოიგო და ჯგუფს 10 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. გამომდინარე აქედან საქართველოს ნაკრებმა უკვე გაინაღდა ფელეიოფში თამაში და ბოლო ტურში გადაწყდება, თუ რომელი ადგილით ითამაშებს ნახევარფინალში.

მესამე ტურში ლევან მაისაშვილის გუნდი გასვლაზე ესპანეთის ნაკრებს 18 თებერვალს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი