ბათუმის “დინამომ” ლატვიური “ლიეპაია” 3:0 დაამარცხა

09 თებერვალი 2023, 21:55 679 ნახვა

მოსამზადებელი პერიოდის მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა დღეს დინამო ბათუმმა თურქეთში. ბათუმელებმა ლატვიური ლიეპაია 3:0 დაამარცხეს, პირველი გოლი მატჩის დაწყებიდან მალევე მეორე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა, 32 წუთზე პაატა ღუდუშაურმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე გიორგი ზარიამ დააფიქსირა. 

ბათუმის “დინამო” მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, შემდეგი მატჩი 13 თებერვალს უზბეკური “ფახთაქორის” წინააღმდეგ იქნება, ბოლო მატჩს კი 16 თებერვალს ყაზახური “აკსუს” წინააღმდეგ გამართავს. 

მატჩების პირდაპირ ტრანსლიაციას  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია განახორციელებს. 

საქართველოს ეროვნული ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. ბათუმელები კი 26 თებერვალს საკუთარ მოედანზე ქობულეთის ''შუქურას'' უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი