ერდოღანი სტიქიის ზონაში

09 თებერვალი 2023, 18:34 570 ნახვა

თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1414-მდე გაიზარდა, 63 000-ზე მეტი დაშავდა, განუცხადა პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პროვინციაში გაზიანთეპში ვიზიტის დროს. მისი თქმით, 6400-ზე მეტი შენობა განადგურდა. ერდოღანმა ხელისუფლების უმთავრეს  მიზნად ერთი წლის განმავლობაში სტიქიის რეგიონში ახალი სამ და ოთხსართულიანი შენობების აშენება დაასახელა. თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17 ათასს მიუახლოვდა.  მაშველებს სტიქიიდან 72 საათის შემდეგაც გადარჩენილები ამოჰყავთ ნანგრევებიდან. ერდოღანი სტიქიის რეგიონს დღესაც ეწვია და იქ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი