რუსეთში გაზის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

09 თებერვალი 2023, 14:09 386 ნახვა

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბავშვი დაიღუპა ციმბირში, ქალაქ ნოვოსიბირსკში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო შემთხვევის ადგილიდან  ვიდეოკადრებს ავრცელებს.  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოშლილია.

აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.  50-მდე მცხოვრები ევაკუირებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში