თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 15 ათასს აღემატება

09 თებერვალი 2023, 11:50 518 ნახვა

თურქეთში მსხვერპლთა რიცხვი  9 ათასზე მეტია, სირიაში კი 3 ათასს აჭარბებს. გუშინ თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრის ეპიცენტრში, კაჰრამანმარასში ჩავიდა და იქ გაშლილ "კარვების ქალაქს" ეწვია, სადაც ცხოვრობენ მიწისძვრის  შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები. მან აღიარა ხარვეზები თურქეთის ხელისუფლების  კატასტროფაზე  დაგვიანებული რეაგირების გამო, მაგრამ პირობა დადო, რომ არავინ დარჩება ქუჩაში. 

პრეზიდენტი ერდოღანი ისკენდერუნსა და ადანაშიც ჩავიდა და დაზარალებულებს შეხვდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი