“შენი იდეა ბათუმს” - ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო

09 თებერვალი 2023, 11:44 502 ნახვა

„შენი იდეა ბათუმს“ - ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ხმის მიცემას ექვსიდან სამი სასურველი პროექტისთვის, 21 თებერვლის ჩათვლით, ვებგვერდზე https://idea.batumi.ge/-ზე შეძლებენ.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის იდეა ან იდეები, რომლებიც საერთო ხმების 20%-ს მიიღებენ.

ხმის მიცემისთვის აუცილებელია ერთჯერადი რეგისტრაციის გავლა ბმულზე. იდეებს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით დააფინანსებენ.

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში