აჭარის მაღალმთიანეთში დილიდან თოვს. ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 30სმ-ია. ამ ეტაპზე უხვ ნალექს გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გადაადგილება ყველა მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის შესაძლებელია. მობილიზებულია ტექნიკა და დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.