ენმ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს

08 თებერვალი 2023, 11:06 537 ნახვა

„პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და დაგეგმილი აქციების თარიღები დაასახელა.

ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ სოციალურ ქსელში კომენტარებით გამოხატული პოზიცია რეალობაში გადაიტანონ. მისი თქმით,  თბილისში,  სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის, მანიფესტაციის გამართავენ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას დღეს, თბილისში, 17 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან გამართავს. 9 თებერვლიდან კი რეგიონებში გადაინაცვლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი