თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა ცუნამის რისკის შესახებ გააფრთხილა.
კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდეს შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.
რამდენიმე წუთის წინ კი თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იტალიის ხელისუფლებამ ეს გაფრთხილება გააუქმა.