დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს

05 თებერვალი 2023, 11:04 691 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს. 

''ბორჯღალოსნები'' ტურნირის მე-14-ედ მოგებას შეეცდებიან და  მათი მთავარი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა.

საქართველოს და გერმანიას ისტორიაში ერთმანეთთან 5 შეხვედრა უთამაშია და ყველა მატჩი საქართველომ დიდი ანგარიშით მოიგო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა როტაციას მიმართა და გუნდში ბევრი დებიუტი იქნება.

"ბორჯღალოსნებისა'' და გერმანიის ნაკრების მატჩი ''ავჭალის სარაგბო სტადიონზე'' 13:00-საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში