მთავარი სპორტში

03 თებერვალი 2023, 20:02 737 ნახვა

ქართველი მსაჯი თეონა სტურუა, ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. სტურუა ფიფას 2023 წლის სიაში პირველი ქართველი ქალი მთავარი მსაჯია, რაც უფლებას აძლევს საერთაშორისო შეხვედრები იმსაჯოს. თეონა სტურუა ფეხბურთს ქუთაისის "მართვეს“ შემადგენლობაში თამაშობდა, არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ორჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2016 წლიდან იყო საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი. სამსაჯო კარიერა 2018 წლიდან, მსაჯის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი მთავარი მსაჯი გახდა. 2023 წლისთვის, თეონა სტურუასთან ერთად, ფიფას საერთაშორისო მსაჯის სტატუსი კიდევ ორ ქართველ ქალ არბიტრს აქვს  ხათუნა მაისურაძე და ქეთევან გაიპარაშვილის საერთაშორისო კატეგორიის ასისტენტები არიან.

სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა იანვრის საუკეთესო გოლად, კვარაცხელიას გადაცემით ოსიმენის გატანილი გოლი დაასახელა. ქართველმა როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად ითამაში და მარცხენა ფლანგიდან ოსიმენს ბურთი გადაუგდო, ნიგერიელმა კი გადაცემა შესანიშნავად დაამუშავა და რომას მეკარეს რუი პატრისიოს შანსი არ დაუტოვა. „სტადიო დიეგო მარადონაზე“ „რომასთან“ დაპირისპირებაში ნიგერიელმა თავდამსხმელმა სეზონში მე-14 გოლი გაიტანა.

ლა ლიგის მე-17 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მასპინძელ მადრიდის „რეალთან“ 2:0 დათმო. ქართველი გოლკიპერი ამჯერადაც ძალიან კარგი იყო, მან გუნდი 5ჯერ იხსნა გაშვებული გოლისგან, შესვენებამდე მადრიდელებმა გაიტანეს, კუთხურის შემდეგ ანტონიო რუდიგერმა თერთმეტმეტრიანის სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და „ვალენსიას“ კარი აიღო, ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას  ბენზემას მცველზე უხეში თამაში დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა, ტაიმი კი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე 51-ე წუთზე მარკო ასენსიომ ზუსტი, ძლიერი და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. 4 წუთში კი ვინისიუსმა ანგარიშის ორამდე გაზრდა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 72-ე წუთზე ვალენსია 10 კაცით დარჩა, გაბრიელ პაულისტამ წითელი ბარათი მიიღო და მადრიდულმა გუნდმაც ორბურთიანი უპირატესობა ბოლომდე მარტივად მიიყვანა. რომ არა მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში, რეალ მადრიდი უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც მოახერხებდა. ლა ლიგაში, 17 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზე დარჩა და გავარდნის ზონას მხოლოდ ქულა აშორებს, „რეალმა“ 45 ქულა დააგროვა და ლიდერ „ბარსელონასთან“ სხვაობა შეამცირა რომელსაც 50 ქულა აქვს.

გიორგი ლორიას „ანორთოსისმა“ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და ნიქოზიის „ომონიას“ 4:1 მოუგო. ქართველი მეკარე ფამაგუსტელების ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო მეორე ქართველი ავთო ებრალიძე ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა. თავიდან 30-ე წუთზე „ომონია“ ლოიზოუმ დააწინაურა, მაგრამ „ანორთოსისის“ თავდამსხმელმა სამუელ მრაზიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. პირველი ტაიმის მიწურულს დამატებით დროში შეხვედრის ანგარიში გაათანაბრა, 53 წუთზე დააწინაურა და დუბლი შეასრულა, ხოლო 74-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და ანგარიშიც 2 ბურთამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 90+4-ე წუთზე ანტონინმა დააფიქსირა და „ანორთოსისმა“ 4:1 მოიგო. 22 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 26 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილიდან მეცხრეზე დაწინაურდა.

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე პირველი შეხვედრები გამართა. ჩვენი გუნდი მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფში ბოლივიის ნაკრებს ხვდება. პირველ სათამაშო დღეს ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე, ხუან კარლოს პრადო ანჯელოსა და რაულ გარსიას დაუპირისპირდნენ და ორივემ ორ სეტში მარტივად მოიგო.ბაკშის პირველი სეტი იყო ცოტათი დაძაბული, როდესაც ტაიბრეიკზე მოახერხა მეტოქის დამარცხება, მეორე სეტში კი უკვე მარტივად 6:1 მოიგო. ზურა ტყემალაძის თამაშს რაც შეეხება ორივე სეტი არც თუ ისე რთულად წარიმართა და საათსა და 13 წუთში მეტოქეს ანგარიშით 6:2,6:1 სძლია. დღეს, 3 თებერვალს დაპირისპირება წყვილებს შორის მატჩით გაიხსნება, სადაც ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილი სანტიაგო ნავაროსა და ლორბეგის წყვილს დაუპირისპირდება.

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედლით დაასრულა. ეს წლის პირველი სარეიტინგო ტურნირია. ქართველმა ფალავნებმა შეჯიბრის ბოლო დღეს 3 მედლის მოპოვება შეძლეს. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი ფრანგ საიფედინ ალეკმასთან ბრძოლაში მოიპოვა, რომელთანაც ანგარიშით 13:2 გაიმარჯვა. ამავე წონაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ავთანდილ კენჭაძემ, ქართველი ფალავანი ფინალურ ეტაპზე ირანელ ალი ბახტიარ სავადკუჰისთან დამარცხდა 1:2. ირანელმა მოჭიდავემ ნახევარფინალში, ფინალურ ეტაპამდე ვლადიმერ გამყრელიძე დაამარცხა. კენჭაძის გარდა ოქროს მედლისთვის იბრძოდა მირიან მაისურაძე რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის, მისი მეტოქე ამერიკელი კელი რეიმონდ მური იყო, მირიანმა სამწუხაროდ ფინალურ ეტაპზე ანგარიშით 3:4 წააგო და ისიც ვერცხლის მედალს დაესაკუთრა. შეგახსენებთ, რომ ზაგრების შეჯიბრზე პირველ დღეს ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა და გიორგი ელბაქიძემ მოიპოვეს.

ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველმა მებრძოლმა ბოლოს აგვისტოში იბრძოლა დანა ვაითის კონტენდერ სერიების ფარგლებში, სადაც ამერიკელ დარიუს ფლაუზერს დაუპირისპირდა და ხელის ამოვარდნის გამო ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამირან გოგოლაძე ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია ოქტაგონზე იჩხუბებს, მილიონიანი გრანპრის მოსაგებად. ქართველის მეტოქე დანიელი ლუის გლისმანი იქნება. ტურნირზე 15 მებრძოლი და პლიუს მაყურებლის შერჩეული კიდევ ერთი სპორტსმენი იასპარეზებს. ამერიკელ გლისმანს 9 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო ქართველის მოგება წაგების ბალანსი 14-3-ზეა. ამირანი 4 მარტს იჩხუბებს და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში გავა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრისთვის, რომელსაც 5 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს, ლევან მაისაშვილმა სათამაშო შემადგენლობა დაასახელა. მატჩი 13 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება. 23-კაციან განაცხადში გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი სამივე დებიუტანტი მოხვდა. სასტარტო შემადგენლობაშია და მეორე კეპს მოიხვეჭს ცენტრი თორნიკე კახოიძე, მესამე თამაშს ატარებს და პირველადაა ძირითადში მგეზავი ლუკა მატკავა, მეექვსე შეხვედრას ატარებენ ბურჯები ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე. 3 წლის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და ცენტრში იწყებს თამაშს ლაშა მალაღურაძე, რომელიც მე-100 კეპს მოიხვეჭს. მერაბ შარიქაძის არყოფნაში ბორჯღალოსნებს ბექა საღინაძე უკაპიტნებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში