შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

03 თებერვალი 2023, 14:52 606 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, სადაც შარლ მიშელი უკრაინა-ევროკავშირის სამიტს დაესწრება.

„ჩვენი გადაწყვეტილებები კვლავ მტკიცეა. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „ტვიტერში“.

ცნობისთვის, სამიტზე დასასწრებად გუშინ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისრები ჩავიდნენ.

სამიტს ქვეყნის პირველი პირი, ვოლოდიმირ ზელენსკი უმასპინძლებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი