უკრაინის უშიშროების სამსახურმა ანტიკორუფციული წმენდის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერის სახლში, რომელიც ოდესღაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სპონსორად ითვლებოდა.
ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე უკრაინელი ოლიგარქის სახლში ჩატარებული ჩხრეკით კიევი ცდილობს დასავლელი მოკავშირეების იმაში დარწმუნებას, რომ მათი მილიარდობით დოლარის დახმარება მიზნობრივად იხარჯება და სურს ასევე თავიდან აიცილოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოს რეპუტაცია. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ იგორ კოლომოისკი საკუთარ სახლში ჩხრეკას ესწრება.
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღმოჩენილია ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გაფლანგვის ფაქტები. კოლომოისკი, რომელიც შეერთებულ შტატებში თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, წლების განმავლობაში კორუფციული ბრალდებებისა და სასამართლო დავების ცენტრში იყო.