გელათის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა

30 იანვარი 2023, 12:42 788 ნახვა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

"დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სასულიერო პირმა დამწვრობა, ორი კვირის წინ, კელიაში გაჩენილი ხანძრის  შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი