შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან

30 იანვარი 2023, 11:19 722 ნახვა

ბათუმის მერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მიმართულებით ახალ პროექტს შეიმუშავებს.

სწორედ სატრანსპორტო პოლიტიკისა და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრეს ბათუმის მერმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ხაზი გაესვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მეშვეობით ხორციელდება. ესენია: პროექტი „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“, შემუშავდა და დამტკიცდა ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმა, მომზადდა საპარკინგე პოტენციალის კვლევის დოკუმენტი, განხორციელდა საპილოტე პროგრამა - რაც მიზნად ისახავდა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მომზადდა სახელმძღვანელო „უსაფრთხო გზა სკოლამდე“, დასრულების ეტაპზეა ფეხით გადაადგილების კონცეფცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი