ბათუმის დრამატული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ თავის პირველ წარმოდგენად ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „შერცხვენილნი“ აირჩია. ამ პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რეჟისორმა ახალი სათაური – „სოფელსა შინა“ მოუძებნა, რომლის პრემიერაც ამ წუთებში ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს.