სააკაშვილის მკურნალობა არ იქნება ეფექტური იმ გარემოში, სადაც თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ - ბრიტანელი ფსიქიატრი

27 იანვარი 2023, 14:00 519 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. 

პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონისი იკითხება. ის სხდომას დისტანციურად ერთვება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული და ასევე ნეიროკოგნიტური აშლილობა.

მისივე განცხადებით, თუ არ შეიცვლება გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მას არ მოეხსნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.

„2022 წლის ნოემბერში მე ვნახე მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში. მასთან დაახლოებით სამი საათი დავყავი. სრულად შევისწავლე მისი ანამნეზი, ჩავატარე კოგნიტური დეტალური შეფასება. კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების, ენის მხრივ და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მას აქვს პოსტტრავმული აშლილობა, ასევე ნეიროკოგნიტური აშლილობა. რამდენიმე შესაძლო მიზეზია, რასაც შეიძლება, აქამდე მივეყვანეთ.

პირველი მიზეზი შეიძლება, იყოს შიმშილობა, ასევე ეპილეფსიური გულყრები. ვადასტურებ, რაც დასკვნაში მიწერია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაეწია სათანადო მკურნალობა. მისი მკურნალობა არ იქნება ეფექტური იმ გარემოში, სადაც არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და გრძნობს საშიშროებას. ვიცი, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, სასჯელს არ უნდა იხდიდნენ. მისი პატიმრობა ხელის შემშლელი ფაქტორია, დემენცია და პოსტტრავმული აშლილობა ადეკვატურად იყოს ნამკურნალები. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ. ის მძიმედ და ქრონიკულად დაავადებულია“, – განაცხადა ფსიქიატრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი