გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 44 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

27 იანვარი 2023, 10:24 758 ნახვა

გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 44 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათგან 18 უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. უკრაინის დამცველებმა ყველა კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მტრის დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და განადგურდა სამოქალაქო ობიექტები.

მათივე განმარტებით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები სხვადასხვა მიმართულებით.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მტრის კონცენტრაციის ზონებს, ასევე დაარტყა საზენიტო-სარაკეტო სისტემის პოზიციას. გარდა ამისა, ჩამოაგდეს მტრის 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 4 სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის არეალს, 2 საარტილერიო კონცენტრაციის არეალს, საბრძოლო მასალის საცავს და 2 სხვა მნიშვნელოვან მტრის სამიზნეს დაარტყეს"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი