ანომალური ზამთარი მსოფლიოში

25 იანვარი 2023, 14:03 718 ნახვა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ჰეილონჯიანგში ანომალური  ყინვებია.  ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოჰეში ცელსიუსით -53 გრადუსი დაფიქსირდა. მკაცრი ზამთარია   ჩრდილოეთ აზიის უმეტეს ნაწილში, დიდთოვლობაა  იაპონიის რამდენიმე პრეფექტურაში.    

ამერიკის ტეხასის შტატს კი ტორნადომ გადაუარა. დაზიანებულია სახლები, მოგლეჯილია ხეები,  დაზიანებულია  სატვირთო მანქანები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.    

ანტარქტიდაში 150 მეტრის სისქის ბრანტის ყინულოვან შელფს აისბერგი მოწყდა, რომელიც  წლების განმავლობაში ბუნებრივად წარმოქმნილი ბზარების შემდეგ გაჩნდა. ბრიტანელი მკვლევარების თქმით, აისბერგის  მოწყვეტა ყინულის შელფიდან მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბოლო ორი წლის განმავლობაში.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი