იმისთვის, რომ მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიეწოდოს, ბიზნესოპერატორებთან რეგულარული შეხვედრები იმართება. პირველი ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია „ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვა საშუალებას იძლევა, წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული საფრთხეები.
ეს სისტემა კი ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს სპეციალურ მოთხოვნებს.