უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობასა და რეგიონებში ერთ დღეში განხორციელდება. მისი თქმით, ცვლილებების ნაწილი დღეს, ნაწილი კი უახლოეს დღეებში, სხვადასხვა დონის ჩინოვნიკთან დაკავშირებით სამინისტროებსა და სხვა ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებში, ასევე რეგიონებში და სამართალდამცავ სისტემაში განხორციელდება.
საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ქრთამის აღების და საეჭვო პრაქტიკის ბრალდებების სერიის ფონზე პირობა დადო, რომ შეაჩერებს კორუფციას ყველა დონეზე.
უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. მან ასევე ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.