საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა კი დირექტორის გარეაშეა - ამის შესახებ პარტია ''ლელოს'' წევრმა ისაუბრა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით განათლების სიტემა ჯეროვნად ვერ იმართება, რის გამოც ზიანდებიან მოსწავლეები.
დეპუტატს მიაჩნია, რომ დაუყონებლივ,ინკლუზიური და საჯარო პროცესის შედეგად უნდა შემუშავდეს სკოლების და დირექტორების, ასევე მოვალეობის შემსრულებლის ეფექტურობის დოკუმენტი, მოვალეობის შემსრულებლის შერჩევის წესი და პროცედურა კი გახდეს გასაგები, სამართლიანი.