ექიმის რეკომენდაციით ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელ თამაშს გამოტოვებს

21 იანვარი 2023, 11:11 528 ნახვა

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ‘’ნაპოლი’’ ‘’სერია - A’’ - ს მე-19 ტურში გასვლაზე ‘’სალერ ნიტანას’’ ეთამაშება. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშს გამოტოვებს, რადგან ექიმმა ასე ურჩია. 

ამგვარად, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე მატჩს გამოტოვებს, მანამდე იტალიის თასზე, კრემონეზესთან ვერ ითამაშა.  

კვარაცხელიამ ვირუსის გამო მიმდინარე კვირაში ვარჯიშიც ვერ მოახერხა. სალერ ნიტანასა და ნაპოლის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი