უკმაყოფილოა მოსახლეობა ქობულეთში. ადგილობრივები მესამე დღეა გადაადგილების პრობლემაზე საუბრობენ. თოვლისგან ისევ არ გაწმენდილა ტროტუარები. სწორედ ამიტომ სამედიცინო კლინიკებს მოტეხილობებით რამდენიმე მოქალაქემ მიმართა. კვლავ პრობლემებია მაღალი ზონის სოფლებში, გამგეობაში კი გვითხრეს, რომ ერთდროულად ყველა გზის გაწმენდა ვერ ხერხდება.