რუსეთი კაცობრიობის მტრად იქცა, მსოფლიომ იცის, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას გამოეხმაურა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალის შექმნას კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება.