გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცა, დნეპრზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.
„შემდეგ ჯერზე, როცა მას ხელს ჩამოართმევთ, [რუსეთის წარმომადგენელს] იფიქრეთ დნიპროში რუსული რაკეტებით დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ! - რა შეგრძნებაა ჯალათის გვერდით ჯდომა სხდომათა დარბაზში'' - წერს კისლიცა ტვიტერზე.
ცნობისთვის, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოდან და მთლიანად ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს.