შეფერხებული გადაადგილება

31 იანვარი 2017, 00:00 1967 ნახვა

ხულოში შიდა სასოფლო გზები ამ დრომდე გასაწმენდია, საგზაო დეპარტამენტის ხულოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილება მაღალი გამავლობის და  მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, რაულ ბოლქვაძის თქმით,  მობილიზებულია  16 ერთეული ტექნიკა.  რაც შეეხება შუახევს, ამ დროისთვის შეფერხებებია  10 სოფელში.  აქ გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დაიწყო.  ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე კი ავტოსატრანსოპრტო მიმოსვლა    დაბალი გამავლობის ავტომობილებისთვის აკრძალულია. მაღალმთიანეთში ზოგიერთ სიფელში გზების გაწმენდა ამ ეტაპზე  როგორც საავტომობილო გზებში განმარტავენ, მეწყრული პროცესების თავიდან აცილების მიზნით ვერ ხერხდება. 

ამავე კატეგორიაში