ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს - ურსულა ფორ დენ ლაიენი

14 იანვარი 2023, 11:24 510 ნახვა

უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ასევე ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირველი ტრანში, რომელიც 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, უკრაინას იანვარში გადაეცემა.

მისივე თქმით  ევროკომისრების კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა, რათა განიხილოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომზადების პროცესი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი