ჩინეთში ავტომობილი ზებრაზე გადამსვლელებს დაეჯახა

12 იანვარი 2023, 11:04 428 ნახვა

5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა  ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.  ავტომობილი ეგრეთწოდებულ ზებრაზე გადამსვლელთა  ჯგუფს დაეჯახა. ინფორმაციას და მის ამსახველ ვიდეომასალას  ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. 

კადრებში ჩანს თუ როგორ ეჯახება ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს, როცა ისინი ქუჩას კვეთენ და შემდეგ სვლას განაგრძობს. 

ადგილობრივმა პოლიციამ  მძღოლი დააკავა და საგზაო ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში