დღეს ევროპელი კანონმდებლები საკუთარი თვალით ნახავენ და მოისმენენ რა ვითარებაა და როგორ ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა. გაეცნობიან არსებულ მოცემულობას, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან მოისმენენ, რომელსაც დღესვე შეხვდებიან.