გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტარში" პირველი ვარჯიში ჩაატარა

11 იანვარი 2023, 17:23 713 ნახვა

გიორგი გოჩოლეიშვილმა ახალ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა. გიორგი დონეცკის "შახტარტან" ერთად თურქეთის ქალაქ ბელეკში იმყოფება.

უკრაინელი კლუბი ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "შახტარი" თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს 10 დღის განმავლობაში გაივლის.

უკრაინულ გრანდს 16 თებერვალს ევროპის ლიგის ფლეიოფის პირველი შეხვედრა ფრანგულ "რენთან" ელოდება. უკრაინის ჩემპიონატში კი 4 მარტს ხარკოვის "მეტალისტს" ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა "შახტართან " 5 წლიან კონტრაქტს დეკემბერში მოაწერა ხელი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში