დღეს მამარდაშვილის "ვალენსია" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება

11 იანვარი 2023, 12:35 618 ნახვა

ესპანეთის სუპერთასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მამარდაშვილის "ვალენსია" დღეს მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ჯენარო გატუზო ძირიდად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილს დააყენებს. ეს მატჩი დღეს 11 იანვარს საუდის არაბეთში, რიადში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალიც საუდის არაბეთში გაიმართება და 12 იანვარს "ბარსელონა" "ბეტისს" ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში