საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2023 წლის პირველი შეჯიბრებისთვის ემზადება

11 იანვარი 2023, 10:09 446 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ავსტრიის ქალაქ მიტერსილში იმყოფება, სადაც თვის ბოლომდე ერთობლივი საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება გაიმართება.

მიტერსილის შეკრებაზე ქართველი ძიუდოისტების გარდა უკრაინის, კოსოვოს, ესპანეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, ბელგიის, უზბეკეთისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები ივარჯიშებენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი შეჯიბრება, სადაც საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები იჭიდავებენ, პორტუგალიის გრან პრის გათამაშება იქნება, რომელიც 27-დან 29 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. ქართველი ძიუდოისტები შემდეგ საფრანგეთში ჩავლენ, სადაც 4-5 თებერვალს პარიზი გრანდ სლემის გათამაშებას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი