„დინამოს“ ზედიზედ მეხუთე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

11 იანვარი 2023, 10:18 485 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში დინამო თბილისი მე-5 ტურში სერბულ „რადნიჩკს“ სტუმრად დაუპირისპირდა და გათამაშებაში ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა. დეიან სტანოევიჩის გუნდი თამაშის გადარჩენის შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.

პირველი პერიოდში თბილისურმა გუნდმა 3:2 მოიგო, მომდევნო ორი მეოთხედი კი მინიმალურად დათმო, ბოლო პერიოდში კი ფრე დაფიქსირდა, რის შედეგადაც საბოლოოდ სერბებმა 11:10 გაიმარჯვეს.

„დინამო“ 5 ტურის შემდეგ 5 წაგებით A ჯგუფში ბოლო, მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, თბილისში, გერმანულ ჰანოვერთან გამართავს, რომელსაც ასევე 5 წაგება აქვს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი